ტრენინგი: კრიზისების მართვა
მოკლე აღწერა
კრიზისები ნებისმიერ ორგანიზაციას შეიძლება შეექმნას, რაც გავლენას ახდენს მისი ოპერაციული და ფინანსური აქტივობების შესრულებაზე.
ტრენინგის მონაწილეები გაიგებენ, თუ როგორ იმოქმედონ კრიზისულ სიტუაციებში, როგორ შეიმუშაონ ეფექტური სტრატეგიები და
როგორ მართონ რისკები, რათა უზრუნველყონ ორგანიზაციის მდგრადობა და ზრდა.
ტრენინგის მიზნები
- კრიზისების ძირითადი ტიპების გაგება და მათი ნამდვილი მიზეზების გამოვლენა.
- კრიზისული სიტუაციების სწრაფი და ეფექტური მართვის უნარის განვითარება.
- რისკების შეფასება და შემცირების სტრატეგიების შემუშავება.
- სტრატეგიული გეგმების შექმნა, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფად აღადგინოთ კომპანიები კრიზისიდან.
- გუნდის მობილიზება და ლიდერობა კრიზისულ სიტუაციებში.
ტრენინგის თემატიკა
- კრიზისის მენეჯმენტის მნიშვნელობა როგორც ქვეყნის, ასევე ბიზნესისთვის.
- კრიზისის დეფინიცია და ტიპები
- კრიზისის ციკლი და ფაზები
- კრიზისის პრევენცია და მზადყოფნა
- რისკების შეფასება და ანალიზი
- კრიზისული გეგმების შემუშავება
- კრიზისზე რეაგირება
- გადაწყვეტილების მიღება სტრესულ სიტუაციებში
- კრიზისული კომუნიკაცია
- კრიზისის მართვის ტექნიკები
- ლიდერობა კრიზისის დროს
- რესურსების მობილიზება და მართვა
- პოსტ-კრიზისული პერიოდი
- ზიანის შეფასება და აღდგენა
- გამოცდილების ანალიზი და სწავლა
- კრიზისის მართვის გეგმა
- პრაქტიკული სავარჯიშოები და სიმულაციები (რეალური კრიზისული სიტუაციების განხილვა)
ვისთვისაა განკუთვნილი ტრენინგ-კურსი?
- წამყვანი მენეჯერებისა და ლიდერებისთვის;
- HR სპეციალისტებისთვის;
- სტრატეგიული დაგეგმარებისა და რისკების მენეჯერებისთვის;
- ყველა ის პირისთვის, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ორგანიზაციის მდგრადობაზე.
ტრენინგის შედეგები
მონაწილეებს ექნებათ უნარი, სწრაფად და ეფექტურად მართონ კრიზისები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი კომპანიის მდგრადობასა და კონკურენტულ პოზიციებს.
ტრენინგის ღირებულება
ტრენინგის ფასი განსხვავებულია ინდივიდუალური, ჯგუფური ან კორპორატიული შეთავაზების მიხედვით.
გახდით კრიზისების მართვის ექსპერტი და უზრუნველყავით თქვენი ორგანიზაციის სტაბილურობა!